სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთი სომხეთს ბუნებრივ აირს გაუძვირებს. როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, ბუნებრივი აირის ფასის საკითხზე ის ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ორჯერ ესაუბრა.
„გუშინ ორჯერ ვესაუბრე რუსეთის ლიდერ პუტინს და ამ საუბრის თემა რუსული ბუნებრივი აირის ფასი იყო. არსებობს ორი ინსტანცია. ესენია: „გაზპრომი“ და მისი შვილობილი კომპანია „გაზპრომ არმენია“, რომლებიც ბუნებრივი აირის ფასს გადახედავენ. ისინი ფასს გაზრდიან. თუმცა, ჩვენი შიდა რეგულირების ხარჯზე მომხმამრებლებისთვის ფასი არ გაიზრდება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
კრემლს პუტინისა და ფაშინიანის სატალეფონო საუბრის შესახებ ინფორაცია არ გაუვრცელებია.
შეგახსენებთ, ამ დრომდე სომხეთი 1000 კუბურ მეტრ რუსულ ბუნებრივ აირში 150 დოლარს იხდიდა.