რუსეთი რეგულარულ და ჩარტერულ ავიამიმოსვლას სრულად აჩერებს

09:33, 26.03.2020

რუსეთი რეგულარულ და ჩარტერულ ავიამიმოსვლას სრულად შეწყვეტს. შესაბამისი განკარგულება „როსავიაციას“ რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა მისცა.

გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ რეისებისთვის, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებენ. შეზღუდვა 27 მარტიდან უნდა ამოქმედდეს.

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ოფიციალური მონაცემებით 650-ს აჭარბებს. გარდაიცვალა ორი ადამიანი.

მსგავსი