რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალთან განათლების მიმართულებით „ურთიერთაღიარების შეთანხმებას“ განიხილავს

22:49, 09.01.2018

რუსეთის პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევის დადგენილებით, სახელმწიფო დუმას განსახილველად გადაეგზავნა ოკუპირებულ ცხინვალთან განათლების მიმართულებით „ურთიერთაღიარების შეთანხმების“ რატიფიკაციის კანონპროექტი – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის „საპარლამენტო გაზეთი“ ავრცელებს.

„შეთანხმება სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში მიღებული განათლებისა და კვალიფიკაციის ურთიერთაღიარებას არეგულირებს. ურთიერთაღიარება ეხება სახელმწიფო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროგრამებს“ – წერია გამოცემაში.

სახელმწიფო დუმის ქვედა პალატას ე.წ. საკანონმდებლო დოკუმენტს რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარუდგენს.

მსგავსი