რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს „საბიუჯეტო ინვესტიციებს“ დაჰპირდა
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს „საბიუჯეტო ინვესტიციებს“ დაჰპირდა

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს „საბიუჯეტო ინვესტიციებს“ დაჰპირდა.

შესაბამისი განცხადება რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„ახალი შეთანხმებები რესპუბლიკებთან არის კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის სამართლებრივი ბაზის განვითარებისკენ, რაც მნიშვნელოვანი წვლილი იქნება რესპუბლიკების განვითარებასა და მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში“, – ნათქვამია რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოკუპირებული რეგიონების დახმარებას „სამოკავშირეო შეთანხმებები“ ითვალისწინებს.