კორონავირუსის გამო, რუსეთი ევროპასთან ავიამიმოსვლას შეზღუდავს. ამის შესახებ განცხადება ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში გააკეთეს. შეზღუდვა 16 მარტიდან ამოქმედდება.
ევროკავშირის ქვეყნების გარდა, ფრენები შეიზღუდება ასევე შვეიცარიის და ნორვეგიის მიმართულებით.
გამონაკლისს წარმოადგენს მოსკოვიდან ევროპის ქვეყნების დედაქალაქების მიმართულებით დაგეგმილი რეისები.