რუსეთი და სირია მიიჩნევენ, რომ ალ-ჰოლის ბანაკზე ტერორისტების გავლენა გაძლიერდა
რუსეთი და სირია მიიჩნევენ, რომ ალ-ჰოლის ბანაკზე ტერორისტების გავლენა გაძლიერდა

რუსეთი და სირია მიიჩნევენ, რომ ქურთებმა სირიის ალ-ჰოლის ბანაკზე კონტროლი დაკარგეს, რის გამოც ადგილზე ტერორისტების გავლენა გაძლიერდა.

ამის შესახებ რუსეთის და სირიის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

მოსკოვი და დამასკო ფიქრობენ, რომ ელ-ჰასაქის პროვინციაში მდებარე ბანაკში ე.წ. ისლამური სახელმწიფო ძლიერდება და ადგილზე კრიტიკული მდგომარეობაა.

„ბანაკის მცხოვრებლები, განსაკუთრებით ბავშვები, რადიკალიზაციის გავლენის ქვეშ არიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი და სირია მიიჩნევენ, რომ ყველა ქვეყნის ხელმძღვანელობამ, რომელთა მცირეწლოვანი მოქალაქეები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ალ-ჰოლისა და სხვა ლტოლვილთა ბანაკებში იმყოფებიან, ვალდებული არიან, გაააქტიურონ საქმიანობა სამშობლოში მათ დასაბრუნებლად.

დატოვე კომენტარი