რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს მართავენ
რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს მართავენ

რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს მართავენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სწავლებები, რომელშიც 10 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, ჩინეთის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში, ნინსიას რეგიონში ტარდება და 13 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლებებში მონაწილეობას მიიღებენ რუსული Су-30СМ ტიპის ავიაგამანდგურებლები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და მოტომსროლელთა ნაწილები.

გარდა ამისა, რუსი სამხედროები სწავლებებს პირველად ჩინური იარაღით განახორციელებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებები ტერორიზმთან ბრძოლის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

რუსეთ-ჩინეთის სამხედრო სწავლება ავღანეთში დაჯგუფება „თალიბანის“ გააქტიურების ფონზე მიმდინარეობს, რომელმაც ქვეყნის უმეტეს ნაწილზე დაამყარა კონტროლი.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას რუსეთმა ტაჯიკეთთან ერთადაც გამართა სამხედრო წვრთნები, ავღანეთის საზღვართან ახლოს. გარდა ამისა, მოსკოვის განცხადებით, ტაჯიკეთში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზა დამატებით იარაღით და სამხედრო ტექნიკით მომარაგდება.

დატოვე კომენტარი