სერგეი ლავროვი ადასტურებს, რომ რუსეთიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებენ
სერგეი ლავროვი ადასტურებს, რომ რუსეთიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ადასტურებს, რომ რუსეთიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებენ. ამის შესახებ ლავროვმა ჟურნლისტის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა. „რა თქმა უნდა, გავაძევებთ“, -აღნიშნა მან.

ამასთან, ლავროვს არ დაუსახელებია, თუ რამდენი დიპლომატის გაძევებას აპირებს მოსკოვი.

მანამდე, 15 მარტს სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე საპასუხო ზომებს მალე მიმართავს. ამასთან, სერგეი ლავროვი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. რუსი დიპლომატი ფიქრობს, რომ ბრიტანელ მინისტრს ხმამაღალი განცხადებით ისტორიაში შესვლა უნდოდა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გევინ უილიამსონმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი განზე უნდა გადგეს და მოკეტოს.

შეგახსენებთ, ლონდონმა მოსკოვთან უმაღლესი დონის ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გააკეთა განცხადება. გარდა ამისა, გაუქმდა ბრიტანეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი შეხვედრა.
ბრიტანეთი რუსეთს ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში ადანაშაულებს.