რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, პარლამენტის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა

00:12, 08.08.2022

რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.

მსგავსი