რუსეთ-მონღოლეთის საზღვარზე 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რუსეთ-მონღოლეთის საზღვარზე 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთ-მონღოლეთის საზღვარზე 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ხმელთაშუა ზღვის ევროპულ სეისმოლოგიურ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ხუბსგულის ტბაში, ირკუტსკის ოლქის ქალაქ ანგარსკიდან 277 კილომეტრის დაშორებით იყო. მიწისძვრა ათი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ირკუტსკის ოლქის მთავარი სამმართველოს პრესსპიკერის თქმით, მიწისძვრის ეპიცენტრი მონღოლეთში იყო. ირკუტსკში მხოლოდ 4-5 მაგნიტუდა იგრძნობოდა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონული სამსახურის პრესსამსახურის განცხადებით, მიწისძვრას მსხვერპლი და დაზიანება არ მოჰყოლია.

დატოვე კომენტარი