რუს და ბელარუს დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ
რუს და ბელარუს დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ

რუს და ბელარუს დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა წერს.

„დღეიდან რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატიურ და სამთავრობო პერსონალს აეკრძალა ევროპარლამენტის შენობებში შესვლა.

დემოკრატიის სახლში არ არის მათი ადგილი, ვინც დემოკრატიული წესრიგის განადგურებისკენ მიისწრაფის“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი.