რუმინულმა კლუბმა მაისურებზე გვარების ნაცვლად უკრაინის ქალაქების სახელები დააწერა #1TVSPORT
კრაიოვას „უნივერსიტატეა“ რუმინეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის ბოლო ტურის მატჩში უკრაინის მხარდამჭერი ფორმით გამოვიდა.
რუსეთის აგრესიის გამო, უკრაინას მთელი მსოფლიო მხარს უჭერს, მაგრამ რუმინელებმა ეს ძალიან შთამბეჭდავად და ორიგინალურად გააკეთეს. კლუბმა მაისურების წინა მხარეს დაამატა უკრაინის დროშა წარწერით „არა ომს“, ხოლო ნომრების ზემოთ უკანა მხარეს მოთამაშეთა გვარების ნაცვლად ჰეშთეგით უკრაინული დასახლებების სახელები ეწერა – ჟიტომირი, დონეცკი, ზაპოროჟიე. ქალაქები ყვითელ ფერებში იყო და ლურჯი საზღვრებით, ხოლო თავად ფორმა – თეთრი და ლურჯი და ძალიან კარგი და ორიგინალური სოლიდარობის ჟესტი გამოვიდა.
„ჩვენ გაერთიანებულნი ვართ უკრაინასთან! დღევანდელი დღე მხოლოდ ომს არ ეხება, არამედ სოლიდარობას უკრაინელ ხალხთან, რომელიც იტანჯება რუსული ჯარების შეჭრის გამო. ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ეს უაზრო ომი, რომელმაც ბოლო კვირაში კაცობრიობა შეაზანზარა. „უნივერსიტატეაში“ თითოეული ჩვენგანი მოედანზე მათზე ფიქრით გავიდა. ყველა მაისური მოგვიანებით გაიყიდება აუქციონზე და მთელი თანხა გადაეგზავნება უკრაინის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რათა მივაწვდინოთ მებრძოლებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვიან. იყავი ძლიერი უკრაინა!“, – წერია „უნივერსიტატეას“ განცხადებაში, სადაც ბოლო წინადადება უკრაინულადაა.
აქვე ვიტყვით, რომ ეს ის კრაიოვას „უნივერსიტატეაა“, რომელიც 2020 წელს ევროპის ლიგაზე თბილისის „ლოკომოტივმა“ დაამარცხა (2:1), შემდეგ კი გათამაშებიდან მოსკოვის „დინამო“ გამოთიშა (2:1).