თბილისის „ლოკომოტივის“ ოფიციალური პასუხი - როგორ დაინფიცირდნენ რუმინელები, თავის თავს ჰკითხონ
თბილისის „ლოკომოტივის“ ოფიციალური პასუხი - როგორ დაინფიცირდნენ რუმინელები, თავის თავს ჰკითხონ

რუმინული მედიის ბრალდებას, რომ თბილისის „ლოკომოტივთან“ ევროპის ლიგის მატჩის შემდეგ კრაიოვას „უნივერსიტეტეას“ რამდენიმე მოთამაშეს COVID-19–ზე დადებითი პასუხი აღმაოჩნდა, თბილისურ კლუბში უპასუხეს.

„100 პროცენტით ვიცავდით და ვიცავთ უეფას რეგულაციებს. 3 კვირაა გუნდი ინტენსიური ტესტირების რეჟიმშია და სფფ-ს მოთხოვნის თანახმად, 3 დღეში ერთხელ იტესტება ყველა ის ადამიანი, რომლებსაც ოფიციალურ მატჩებთან ჰქონდა და ექნება შეხება. ახალი წესებით, რუმინელებს ეგრედწოდებული კოვიდ პასპორტები უნდა ჰქონოდათ და საზღვარზე და სტადიონზე კოვიდ ოფიცრის მიერ შემოწმდნენ – ეს უეფას ახალი შტატია და ყველა მკაცრად შემოწმდა. მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვეს რუმინელები სტადიონზე. კრაიოველებს ახლდათ მეკავშირე ოფიცერი, ჩვენ კი მათთან არანაირი კონტაქტი არ გვქონია – ვითარების გამო, გუნდების ოფიციალური ვახშამიც არ გამართული. ასე რომ, სჯობს თავად გაერკვნენ, ვირუსი სად აიკიდეს და ჩვენ ნურაფერს დაგავბრალებენ. მათ სასტუმროს დატოვების უფლება არ ჰქონდათ. არ ვიცით, ეს წესი დაიცვეს თუ არა“, – ამბობს თბილისის „ლოკომოტივის” პრეს-სამსახურის უფროსი ეკა ელოშვილი.

ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლოკომოტივმა“ 27 აგვისტოს „უნივერსიტატეას“ 2:1 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.