რუმინეთში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები იმართება
რუმინეთში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები იმართება

მთავრობის საწინააღმდეგო აქციების მესამე დღეს, რუმინეთის დედაქალაქში 10 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. სააგენტო Agerpres-ის ინფორმაციით, საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი ბუქარესტში, მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გაემართა.

საპროტესტო აქცია მშვიდობიანად ჩატარდა, თუმცა სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს.

რუმინეთში მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები 10 აგვისტოს დაიწყო. პირველივე დღეს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად, 450-მდე ადამიანი დაშავდა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის დათხოვნას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.