რუმინეთში შეზღუდვების დარღვევისთვის 200 000-ზე მეტი ადამიანი დააჯარიმეს
რუმინეთში შეზღუდვების დარღვევისთვის 200 000-ზე მეტი ადამიანი დააჯარიმეს

რუმინეთში 24 მარტიდან დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის, 200 000-ზე მეტი ადამიანი დააჯარიმეს. საგანგებო მდგომარების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 400-დან 4 000 ევრომდეა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყანაში გამოწერილი ჯარიმების ოდენობა უკვე 80 მილიონ ევროს უახლოვდება. მთავრობის განცხადებით, რუმინეთის ჯანდაცვის სისტემა ზედმეტად სუსტია, რათა პაციენტების დიდ რაოდენობას გაუმკლავდეს და ქვეყანაში ასეთი მკაცრი ზომების შემოღება სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი.

რუმინეთში „კოვიდ-19“ უკვე 9 242 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 507 გარდაიცვალა.