რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქმედმა პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა საარჩევნო უბანზე ხმა უკვე მისცა და თანამოქალაქეებს მოუწოდა, მას მიბაძონ.

რუმინეთის მოქალაქეები პრეზიდენტს შემდგომი ხუთი წლის ვადით აირჩევენ. არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიორიკა დანჩილა გავიდნენ. პირველ ტურში იოჰანისმა ხმების 37.82 პროცენტი აიღო, დანჩილამ კი 22.26 პროცენტი.

საარჩევნო კამპანიის დროს, რუმინეთის მოქმედი პრეზიდენტი მოსახლეობას კეთილმეზობლური ევროპული პოლიტიკის განვითარებას, ნატო-სთან და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას დაპირდა. ქვეყნის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კი ევროპულ არენაზე რუმინეთის პოზიციების გაძლიერებას და მოლდოვასთვის ევროინტეგრაციის პროცესში დახმარების აღმოჩენას გეგმავს.