რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 10 ნოემბერს ჩატარდება
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 10 ნოემბერს ჩატარდება

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 10 ნოემბერს ჩატარდება. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიორიკა დენჩილემ გააკეთა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება არჩევნების ჩასატარებლად სამზადისს უკვე იწყებს. საჭიროების შემთხვევაში არჩევნების მეორე ტური 24 ნოემბერს გაიმართება.

რუმინეთს პრეზიდენტი ახლა კლაუს იოჰანისია, რომელმაც 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.