რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 19 ათასამდე საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 06:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება. არჩევნებში მონაწილეობას სულ 31 პოლიტიკური პარტია იღებს. პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად 5%-იანი ბარიერის გადალახვაა საჭირო.

წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ ლიდერობს, ასევე მაღალი მხარდაჭერა აქვთ „გაერთიანებული რუმინეთის ალიანსს“, „რუმინეთის გადარჩენის კავშირსა“ და „ეროვნულ-ლიბერალურ პარტიას“.

რუმინეთში გასულ კვირას საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც პირველ ტურში ხმათა 22.94%-ით დამოუკიდებელი კანდიდატი კელინა ჯორჯესკუ ლიდერობს, მეორე ადგილზე „რუმინეთის გადარჩენის კავშირის“ წარმომადგენელი ელენა ლასკონია ხმათა 19.17%-ით, ხოლო მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, მარჩელ ჩოლაკუმ 19.15% მიიღო.

28 ნოემბერს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გადათვლა დაავალა, რის გამოც ოფიციალური შედეგების გამოცხადება გადავადდა.