რუმინეთში, სადაც მოსახლეობის მხოლოდ ერთ მესამედია აცრილი, კოვიდშემთხვევების ახალი რეკორდი დაფიქსირდა
რუმინეთში, სადაც მოსახლეობის მხოლოდ ერთ მესამედია აცრილი, კოვიდშემთხვევების ახალი რეკორდი დაფიქსირდა

რუმინეთში, სადაც მოსახლეობის მხოლოდ ერთ მესამედია აცრილი, კოვიდშემთხვევების ახალი რეკორდი დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში რუმინეთში კორონავირუსის 11 049 შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, 182 პაციენტს „კოვიდ-19“ ხელმეორედ დაუდგინეს. მათ კოვიდინფექცია პირველად ბოლო 180 დღეში გადაიტანეს.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსს რუმინეთში 208 ადამიანი ემსხვერპლა. საავადმყოფოებში რჩება 11 431 ადამიანი, რომელთაგან 1 267 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი.

ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებს შორის რუმინეთი ვაქცინირებული მოქალაქეების რაოდენობით ბოლოდან მეორე ადგილზეა. აცრილთა ნაკლები რაოდენობა რუმინეთთან შედარებით მხოლოდ ბულგარეთშია.

რუმინელი ექიმების 40 პროცენტი არ არის აცრილი. ხელისუფლება კოვიდპასპორტების შემოღებას აპირებს.

საერთო ჯამში, რუმინეთში „კოვიდ-19“-ს 36 658 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.