რუმინეთში, უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა
რუმინეთში, უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა

რუმინეთში, ქალაქ კონსტანცასთან, ქვეყნის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ადამიანი, ამასთან, ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

კომპანია „პეტრომიდიას“ ქარხანის ადმინისტრაციის ცნობით, აფეთქების შემდგ საწარმოში ტექნოლოგიური პროცესები წარმატებით შეაჩერეს.

შემთხვევის ადგილზე რვა სახანძრო ბრიგადა, ასევე სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დატოვე კომენტარი