რუმინეთში პირდაპირი ეთერის დროს ევროპის ჩემპიონატის თასი დაუვარდათ [ვიდეო] #1TVSPORT
რუმინეთში პირდაპირი ეთერის დროს ევროპის ჩემპიონატის თასი დაუვარდათ [ვიდეო] #1TVSPORT

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში „ევრო 2020“-ის თასი ჩაიტანეს, მაგრამ მისი პრეზენტაცია კინაღამ პრიზის განადგურებით დასრულდა.

იმ მომენტში, როცა ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ღონისძიების შესახებ ყვებოდა, ქარმა ბანერი წააქცია, ბანერი პირდაპირ თასს დაეცა, რომელიც სადგამიდან ჩამოვარდა.

ამ ინციდენტის გამო, პრეზენტაციისადმი მიძღვნილი ღონისძიების დარჩენილი ნაწილი გააუქმეს.

ბუქარესტი „ევრო 2020“-ის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქია.