რუმინეთის პარლამენტმა მთავრობა დაითხოვა. პრემიერ-მინისტრ ლუდოვიკ ორბანის უმცირესობის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას 261-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 233 წინააღმდეგი წავიდა.
უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია გამოვიდა, რომელიც 329-ადგილიან დეპუტატთა პალატაში ყველაზე მეტ, 129 მანდატს ფლობს.
პარლამენტმა მთავრობის დათხოვნა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გაურკვევლობიდან გამოსავლად მიიჩნია.