რუმინეთში მიკროავტობუსის მდინარეში გადავარდნის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

12:40, 05.04.2018

რუმინეთში მიკროავტობუსის მდინარეში გადავარდნის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა ასაკი 17-დან 45 წლამდეა.

შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. მანქანა მდინარე ბისტრიცაში გადავარდა. ერთ-ერთმა მგზავრმა მიკროავტობუსიდან გადმოსვლა მოახერხა და მდინარიდან ამოვიდა. ქალი მაშველებმა იპოვეს.

პოლიციაში ვარაუდობენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი შესაძლოა, საბურავის დაშვება გამხდარიყო.

მსგავსი