რუმინეთში კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალი ხელფასთან ერთად ბონუსსაც მიიღებს
რუმინეთში კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალი ხელფასთან ერთად ბონუსსაც მიიღებს

რუმინეთში ექიმები, მედდები და სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები, რომლებიც „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში არიან ჩართული, ხელფასთან ერთად ბონუსსაც მიიღებენ, – „ალჯაზირას“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანესმა გააკეთა.

ბონუსის ოდენობა 543 დოლარით განისაზღვრა.

არსებული მონაცემებით, რუმინეთში სამედიცინო პერსონალის 15 პროცენტი „კოვიდ-19“-ით არის ინფიცირებული.

რუმინეთში ახალი კორონავირუსის 2 738 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 94 ადამიანი.

დატოვე კომენტარი