რუმინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 15 000-ს მიაღწია
რუმინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 15 000-ს მიაღწია

რუმინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 15 000-ს მიაღწია. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 876 ადამიანი ემსხვერპლა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 392 ახალი შემთხვევა. ამ დროისთვის განკურნება შეძლო 6144-მა პაციენტმა.

ქვეყანაში, პანდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც, 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს გარეთ გასვლა ეზღუდებათ.