რუმინეთის დედაქალაქში ლგბტ თემის ორგანიზებით გამართულ „ღირსების მარშს“ ათი ათასამდე ადამიანი დაესწრო. აღლუმის მონაწილეებმა გამარჯვების გამზირი ცისარტყელის ფერებში გაფორმებული დროშებითა ცეკვით ჩაიარეს. შედარებით მცირე მასშტაბის აღლუმები გაიმართა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.
ქვეყანამ ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაცია 2001 წელს მოახდინა. გასულ წელს კი, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფის ინიციატივით, რეფერენდუმი გაიმართა, რომლის შედეგადაც ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინება აეკრძალათ. რეფერენდუმს მხარდაჭერა გამოუცხადა მართლმადიდებელმა ეკლესიამ და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ერთის გარდა. თუმცა, პლებისციტის შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადეს რუმინეთის მოქალაქეთა ნაწილმა და უფლებადამცველმა ჯგუფებმა.