რუმინეთში ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი გაიხსნა
რუმინეთში ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი გაიხსნა

რუმინეთში, ქალაქ იაშის ისტორიულ ცენტრში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, ქართველი პოეტისა და დიპლომატის, ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, პირველად იქნა წარმოდგენილი რუმინულ ენაზე თარგმნილი ბესიკის ლექსების კრებულის მეორე გამოცემაც.

ასევე გაიმართა ბესიკის ეპოქის რუმინეთისა და საქართველოს ამსახველი ფოტოსურათების გამოფენა და თბილისისა და ქუთაისის თანამედროვეობისადმი მიძღვნილი გამოფენა – „თბილისი, ქუთაისი – კულტურა გვაახლოებს“.