რუმინეთში 9 ნოემბრიდან კომენდანტის საათი ცხადდება
რუმინეთში 9 ნოემბრიდან კომენდანტის საათი ცხადდება

რუმინეთში 9 ნოემბრიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კომენდანტის საათი ცხადდება.

სკოლები 30 დღით დაიხურება. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ახალი შეზღუდვების დაწესება ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის რეკორდული – 9 714 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გასულ თვესთან შედარებით ორჯერ მეტი, 1 000 პაციენტია მოთავსებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 276 802 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 7 540 პაციენტი გარდაიცვალა.