რუმინეთში 18 წლის ფეხბურთელი მატჩის დაწყებიდან 23-ე წამზე შეცვალეს (ვიდეო)
რუმინეთში 18 წლის ფეხბურთელი მატჩის დაწყებიდან 23-ე წამზე შეცვალეს (ვიდეო)

რუმინელმა სპეციალისტმა დან პეტრესკუმ, რომელიც „კლუჟის“ მთავარი მწვრთნელია, 18 წლის ნახევარმცველი ალინ ფლიკი მატჩის დაწყებიდან 23-ე წამზე შეცვალა. თამაში „გაზ-მეთანის“ წინააღმდეგ 0:0 დასრულდა.

რუმინეთის უმაღლეს დივიზიონში მოქმედებს წესი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერმა გუნდმა სასტარტო შემადგენლობაში უნდა დააყენოს 21 წლამდე ორი ფეხბურთელი, რომლებიც ამ კლუბის აღზრდილია. ამასთან, ერთ-ერთმა მთელი შეხვედრა სრულად უნდა ითამაშოს. პეტრესკუმ ფიკი პირველი წუთიდან შეიყვანა თამაშში და მაშინვე შეცვალა.

„საკუთარი თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე. წესებმა მაიძულეს ამის გაკეთება. არ მომწონს ის, რაც გავაკეთე, მის დამაჯერებლობას ზიანი მივაყენე, მაგრამ ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც ვერ თამაშობენ და მე მიჭირს. ამგვარი დებიუტი არ არის კარგი არც მისთვის და არც ფეხბურთისთვის“, – განაცხადა მატჩის შემდეგ პეტრესკუმ.