რუმინეთის თავდაცვის შტაბში აცხადებენ, რომ მზად არიან, „საფრთხის დონის მიხედვით“, საზენიტო სისტემები რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ გამოიყენონ
რუმინეთის თავდაცვის შტაბში აცხადებენ, რომ მზად არიან, „საფრთხის დონის მიხედვით“, საზენიტო სისტემები რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ გამოიყენონ

რუმინეთი მზად არის, „საფრთხის დონის მიხედვით“, საზენიტო სისტემები რუსული თვითმფრინავების წინააღმდეგ გამოიყენოს და გამოიყენებს „მთელ სამხედრო ძალას“ ეროვნული ტერიტორიის დასაცავად, – ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის შტაბის უფროსის მოადგილემ, გენერალმა გეორგიცა ვლადმა განაცხადა.

რუმინელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ქვეყნის არმიამ 600 ჯარისკაცი და რადარები გაგზავნა დუნაის დელტას მიდამოში უკრაინის საზღვართან.

„გააქტიურებული გვაქვს თავდაცვის სისტემა და გვქონდა დისკუსია ჩვენს მოკავშირე პარტნიორებთან რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გადაწყვეტილებების მოსაძებნად“, – განაცხადა გეორგიცა ვლადმა.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ 14 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდოს ფრენები ჩრდილოეთ დობროგეას საჰაერო სივრციდან, უკრაინის საზღვარზე.