რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაზე რუსული დრონებით იერიშებისას ერთი უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაზე რუსული დრონებით იერიშებისას ერთი უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში რუსული დრონებით იერიშების დროს ერთი უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა. უწყების ცნობით, საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუმინეთმა „ეფ-16“-ის ტიპის ორი გამანადგურებელი აამოქმედა.

ავიაგამანადგურებლები დრონს აედევნენ, ვიდრე მან ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დატოვა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საფრენი აპარატი დასახლებული ტერიტორიის თავზე არ მიფრინავდა და მოსახლეობისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენდა.

უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში დრონების მოქმედების გამო გუშინ სამხედრო ავიაცია მუშაობდა პოლონეთის საჰაერო სივრცეშიც.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში რუსეთის დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.