რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული დრონი ჩამოვარდა
რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონი ჩამოვარდა, – ამის შესახებ უკრაინული მედია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსულმა ძალებმა დრონებით რუმინეთის საზღვართან ახლოს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში.
შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის პირველ საათზე მოხდა.
ადგილზე სახანძრო ბრიგადები და თავდაცვის სამინისტროს ჯგუფები გაიგზავნა, რომლებმაც დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.
დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.