რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩამოაგდეს დრონი, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია

10:10, 16.08.2026

რუმინეთმა ჩამოაგდო დრონი, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი უპილოტო საფრენი აპარატი ესპანური F-18-ის ტიპის ავიაგამანადგურებლით ჩამოაგდეს.

„დრონი უსაფრთხოდ ჩამოაგდეს დილის 05:01 საათზე“, – ნათქვამია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, ორ სოფელს შორის მდებარე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ეს მიმდინარე წელს რუმინეთის მიერ ჩამოგდებული უკვე მეოთხე უპილოტო საფრენი აპარატია.

მსგავსი