რუმინეთის თავდაცვის მინისტრი რეზიუმეში მცდარი ინფორმაციის შეტანის გამო თანამდებობიდან გადადგა
რუმინეთის თავდაცვის მინისტრი იონუც მოშტიანუ თანამდებობიდან რეზიუმეში მცდარი ინფორმაციის შეტანის გამო გადადგა.
სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც გამოცემა „ლიბრტატეამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იონუც მოშტიანუმ რეზიუმეში თავისი განათლების შესახებ მიუთითა, თითქოს 1990-იან წლებში ის ბუქარესტის უნივერსიტეტ „ათენაუმში“ მენეჯმენტის სპეციალობით სწავლობდა, თუმცა უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ მათ ასეთი სტუდენტი არ ჰყოლიათ და მენეჯმენტის პროგრამა მხოლოდ 2020 წლიდან ჩაეშვა.
შედეგად, იონუც მოშტიანუმ ბოდიში მოიხადა და მომხდარი დაუდევრობას მიაწერა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა „ბიორეტას“ უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომი, შემდეგ კი თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.