რუმინეთის სანაპიროზე შავმა ზღვამ 130 კილოგრამი კოკაინი გამორიყა
რუმინეთის სანაპიროზე შავმა ზღვამ 130 კილოგრამი კოკაინი გამორიყა

რუმინეთის სანაპიროზე შავმა ზღვამ 130 კილოგრამი კოკაინი გამორიყა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ამჟამად პოლიცია სანაპირო ზოლს ამოწმებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ორი ვერტმფრენი, მყვინთავები, 300 პოლიციელი და 14 სანაპირო დაცვის კატერი ცდილობს დაადგინოს, ხომ არ არის სადმე კიდევ გამორიყული ნარკოტიკი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, საეჭვო შეკვრის პოვნის შემთხვევაში, პაკეტი არ გახსნან.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, შავი ზღვის მიერ გამორიყული ნარკოტიკი იმ მიტოვებული გემით გადაჰქონდათ, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუმინეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა იპოვა. ხომალდზე დაახლოებით ერთი ტონა კოკაინი აღმოჩნდა.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ორი სერბი მამაკაცი.