რუმინეთის საჰაერო ძალებმა შავ ზღვაში, ქვეყნის მიერ კონტროლირებად წყლებში ორი დრონი ჩამოაგდეს

13:03, 18.10.2026

რუმინეთის საჰაერო ძალებმა შავ ზღვაში, ქვეყნის მიერ კონტროლირებად წყლებში ორი დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, „F-16“-ის ტიპის ორი გამანადგურებელი სამხედრო ბაზიდან დაახლოებით 17:43-ზე აფრინდა. გავრცელებული ინფორმაციით, პირველმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე 17:59-ზე დაარღვია. ქვეყნის საჰაერო ძალებმა კი მისი ჩამოგდება ორ წუთში შეძლეს.

მეორე დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე 18:01-ზე გადაკვეთა. F-16-ის ტიპის გამანადგურებელმა ის ოთხ წუთში ჩამოაგდო.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე საფრენი ობიექტი „გერანიუმის“ ტიპის თავდასხმითი დრონი იყო. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

მსგავსი