რუმინეთის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია

12:08, 25.07.2026

რუმინეთის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი სოციალურ ქსელში წერს.

დანის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატი  F-16-ის ტიპის გამანადგურებლით ჩამოაგდეს.

მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელა რუმინეთის თავდაცვის უწყებამ.

„რუმინეთის საჰაერო ძალების ორმა გამანადგურებელმა F-16 Fighting Falcon-მა, რომლებიც საჰაერო საპატრულო მისიის ფარგლებში საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფებოდნენ, გადაჭრა საჰაერო სამიზნე და შეასრულა იდენტიფიკაციისა და ნეიტრალიზაციის სტანდარტული პროცედურები. დრონი უსაფრთხოდ ჩამოაგდეს დაუსახლებელ ტერიტორიაზე, საზღვართან ახლოს“, – ნათქვამია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი