რუმინეთის საგარეო უწყება – ვულოცავთ საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემის ფარგლებში კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარებას
ვულოცავთ საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემის ფარგლებში კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარებას, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„უნდა გატარდეს ზომები იმისთვის, რომ მოხდეს თავისუფალი და სამართლიანი მეორე ტურის უზრუნველყოფა დემოკრატიის სტანდარტებთან შესაბამისობაში. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას“,- აღნიშნულია რუმინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
Congratulations to #Georgia for organizing competitive parliamentary elections under the new electoral system. Measures should be taken to ensure a free and fair second round, in accordance with the democratic standards. RO firmly supports Georgia’s Euro-Atlantic path.
— MFA Romania (@MAERomania) November 2, 2020