რუმინეთის საგარეო უწყება – საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის მე-15 წლისთავი აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთის აგრესიული ქცევის ხანგრძლივი ისტორიის ტრაგიკულ შეხსენებას წარმოადგენს
რუმინეთის საგარეო უწყება 2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-15 წლისთავს გამოეხმაურა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუმინეთი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.
„საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის მე-15 წლისთავი წარმოადგენს ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთის აგრესიული ქცევის ხანგრძლივი ისტორიის ტრაგიკულ შეხსენებას. როგორც სტრატეგიული პარტნიორი, რუმინეთი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას“, – ნათქვამია განცხადებაში.
15 years since RU’s military invasion in #Georgia 🇬🇪 stand as a tragic reminder of the long history of RU’s aggressive behavior in our #EasternNeighborhood. As a #StrategicPartner, 🇷🇴 continues to firmly support GE’s independence, sovereignty & territorial integrity. @MFAgovge
— MFA Romania (@MAERomania) August 7, 2023