რუმინეთის საგარეო უწყება – გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღეს, რუმინეთი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოსა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ
რუმინეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
შესაბამისი განცხადება რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღეს. მზად ვართ, განვავითაროთ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა და დაკავშირების პროექტები შავ ზღვაში. რუმინეთი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. მთავარია ფუნდამენტური ღირებულებებისადმი ერთგულება და რეფორმები“, – აღნიშნულია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Happy #NationalDay to #Georgia! Ready to develop our bilateral strategic partnership & connectivity projects in the #BlackSea. RO 🇷🇴 reconfirms support to 🇬🇪 and its people’s European aspirations. Commitment to fundamental values and to reform is key. @MFAgovge pic.twitter.com/X5LlH2E8uY
— Ministry of Foreign Affairs of Romania 🇷🇴 (@MAERomania) May 26, 2024