რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-12 წლისთავს ეხმაურება

18:20, 07.08.2020

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

„რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. რუმინეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – ნათქვამიას რუმინეთის საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი