რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 27-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კონფლიქტების გადაწყვეტა მოლაპარაკებაზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესით უნდა მოხდეს, რომელიც მიღწეული იქნება საერთაშორისოდ შეთანხმებულ ფორმატებში და დაფუძნებული იქნება საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებათა სამართლის პრინციპებზე.

აურესკუს განცხადებით, რუმინეთი მხარს უჭერს მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროპულ მომავალს.

რუმინელმა დიპლომატმა თქვა, რომ უკრაინის კონფლიქტი ეუთოს გამოწვევაა და კონტაქტის ხაზთან შეიარაღების მობილიზება შეშფოთებას იწვევს.