რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – რეგიონული უსაფრთხოების, კოორდინაციისთვის საქართველო და უკრაინა გადამწყვეტ როლს თამაშობენ
რეგიონული უსაფრთხოებისა და კოორდინაციისთვის საქართველო და უკრაინა გადამწყვეტ როლს თამაშობენ, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ განაცხადა.
მისივე თქმით, რუმინეთის, პოლონეთის და თურქეთის მეორე სამუშაო სესია უზრუნველყოფს საქართველოსთან და უკრაინასთან ჩართულობის უნიკალურ შესაძლებლობას.
„უსაფრთხოების საკითხებზე რუმინეთის, პოლონეთის და თურქეთის მეორე სამუშაო სესია უზრუნველყოფს ჩვენს შავი ზღვის პარტნიორებთან, საქართველოსთან და უკრაინასთან ჩართულობის უნიკალურ შესაძლებლობას. რეგიონული უსაფრთხოებისთვის და კოორდინაციისთვის ორივე გადამწყვეტ როლს თამაშობენ. მქონდა სიღრმისეული და დროული მოსაზრებების გაცვლა დავით ზალკალიანთან და დიმიტრი კულებასთან“ – წერს „ტვიტერში“ რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
2nd working session of #SecurityTrilateral2021🇷🇴🇵🇱🇹🇷 provided a unique opportunity to engage w/our partners at the #BlackSea – Georgia&Ukraine, both playing key roles 4 regional security&coordination. Had in-depth&timely exchanges of views w/David Zalkaliani🇬🇪 &Dmytro Kuleba🇺🇦 pic.twitter.com/m6039pZycU
— Bogdan Aurescu (@BogdanAurescu) April 23, 2021