რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მივესალმები საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რაც ნიშანია, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მოძრაობას განაგრძობს
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მივესალმები საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რაც ნიშანია, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მოძრაობას განაგრძობს

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ, საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის ევროკავშირის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება.

როგორც ბოგდან აურესკუ „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ეს ნიშანია იმისა, რომ საქართველო  სწორი მიმართულებით სვლას განაგრძობს.

საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუმინეთი საქართველოს ევროპულ მისწრაფებას მხარს უჭერს.

„მივესალმები საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის ევროკავშირის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას ჩიხიდან გამოსასვლელად. ეს კარგი ნიშანია იმისა, რომ საქართველო განაგრძობს სწორი მიმართულებით მოძრაობას დემოკრატიის გაძლიერებისა და ევროპულ გზაზე. რუმინეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას“, – წერს ბოგდან აურესკუ.

ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გაიმართა.