რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რამდენიმე მოკავშირე ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას გეგმავს
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რამდენიმე მოკავშირე ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას გეგმავს

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ცოიუმ განაცხადა, რომ რამდენიმე მოკავშირე ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას გეგმავს.

ამის მიზეზი რუმინეთში რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნაა. პარიზში ვიზიტის დროს ოანა ცოიუმ აღნიშნა, რომ ინციდენტი დააჩქარებს ნატო-სთან ერთად უკვე დაწყებულ ღონისძიებებს. კერძოდ, რადარების, გამანადგურებლებისა და უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების განვითარებას.

გეგმების მიხედვით, მოკავშირეები აფასებენ, როგორ შეავსონ არსებული საჰაერო სათვალთვალო და თავდაცვის სისტემები. საფრანგეთი, რომელიც რუმინეთში ნატო-ს დაახლოებით 1 400 სამხედროსგან შემდგარ საბრძოლო ჯგუფს ხელმძღვანელობს, სარადარო სისტემების დამატებით მხარდაჭერას განიხილავს.

დიდი ბრიტანეთი, იტალია და ესპანეთი კი საჰაერო თავდაცვის ოპერაციებში წვლილის გაზრდას განიხილავენ. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან ერთად მუშაობენ 200 მილიონი ევროს ღირებულების გეგმაზე საჰაერო საფრთხეების საწინააღმდეგო სისტემების მწარმოებელი ქარხნის ასაშენებლად.