რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, შეცდომა დაუშვა, როდესაც თქვა, რომ მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს 4 ივლისს დაიწყებს
რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, შეცდომა დაუშვა, როდესაც თქვა, რომ მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს 4 ივლისს დაიწყებს

რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი აცხადებს, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც თქვა, რომ მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს 4 ივლისს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ მოლდოვური სამსახური ავრცელებს.

რუმინეთის პრეზიდენტმა გუშინ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 4 ივლისს გაიმართება ევროკავშირი-მოლდოვის პირველი სამიტი და ოფიციალურად გაიხსნება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი თავი.

„ეს შეცდომა იყო“, – აღნიშნა ნიკუშორ დანმა მოგვიანებით, როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას აღნიშნულ საკითხზე უფრო დეტალური საუბარი სთხოვა.

4 ივლისს დაგეგილია მოლდოვისა და ევროკავშირის სამიტი ქვეყნის პრეზიდენტის, მაია სანდუს, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას მონაწილეობით. აღნიშნული შეხვედრის დღის წესრიგი ჯერჯერობით უცნობია. ევროკავშირის სამიტის დეკლარაციაში არ არის დასახელებული უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ვადები.

ცნობისთვის, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია.