რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუმინულმა F-16-მა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი პირველად ჩამოაგდო და სპეციალისტები იკვლევენ ტერიტორიას, რათა ინციდენტის ყველა გარემოება დადგინდეს
რუმინულმა F-16-მა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი პირველად ჩამოაგდო, ინციდენტი 24 ივლისს მოხდა, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც რუმინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, შემთხვევა დაუსახლებელ ტერიტორიაზე მოხდა, ამიტომ პილოტმა ცეცხლის გახსნა ყოველგვარი რისკის გარეშე შეძლო.
„შესაბამისი უწყებების სპეციალისტთა ჯგუფები ამჟამად იკვლევენ ტერიტორიას, რათა ინციდენტის ყველა გარემოება დადგინდეს“, – განაცხადა ნიკუშორ დანმა.
მანამდე, 29 მაისს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს დრონი რუმინეთის ქალაქ გალაცში 10-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. შედეგად, ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 70 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
În această dimineață, în jurul orei 11:00, un pilot român de pe un avion F-16 a doborât o dronă care a intrat în spațiul aerian al țării noastre.
Zona era nelocuită, astfel încât pilotul a putut să tragă fără să existe niciun fel de risc. În prezent, echipele instituțiilor cu…
— Nicușor Dan (@NicusorDanRO) July 24, 2026