რუმინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიის თავზე კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

13:50, 26.07.2026

რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიის თავზე კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

„რუმინეთის საჰაერო ძალების F-16-მა ჩამოაგდო მორიგი უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში“, – აღნიშნავს რუმინეთის პრეზიდენტი.

მისივე განმარტებით, გენერალური პროკურატურის გამოძიების თანახმად, გასულ კვირას ჩამოგდებული დრონი „შაჰედის“ ტიპისაა, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. ხოლო დღეს და გასულ ღამეს ჩამოგდებული დრონების თაობაზე გამოძიება კვლავ გრძელდება.

„რუმინეთის დიპლომატიური პროტესტი რუსეთის ფედერაციის მიმართ ამ გამოძიებების შედეგებს დაეფუძნება“, – ამბობს ნიკუშორ დანი.

რუმინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიუღებელია რუსეთის მხრიდან რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა, რომელიც ამავდროულად ნატო-სა და ევროკავშირის საჰაერო სივრცეცაა.

მსგავსი