რუმინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი ეტაპი 4 ივლისს დაიწყება
რუმინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი ეტაპი 4 ივლისს დაიწყება

რუმინეთის პრეზიდენტის, ნიკუშორ დანის განცხადებით, მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი ეტაპი 4 ივლისს კიშინეუში დაიწყება.

როგორც ნიკუშორ დანი აანონსებს, ამ დღეს მოლდოვის დედაქალაქში ევროკომისიისა და ევროკავშირის წარმომადგენელთა მონაწილეობით სამიტი გაიმართება.

„გაწევრიანების პროცესში მოლაპარაკებები წარმოებს 33 პუნქტზე და სამიტზე, რომელიც კიშინეუში 4 ივლისს ევროკომისიისა და ევროკავშირის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება, გაიხსნება პირველი თავი – საფუძვლები“, – განაცხადა დანიმ.