რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ჯეი დი ვენსის განცხადებას ეხმაურება – რუმინეთი რჩება იმ დემოკრატიული ღირებულებების დამცველად, რომლებსაც ევროპა და აშშ იზიარებენ
რუმინეთის პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებებს გამოეხმაურა. ვენსმა მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა რუმინეთის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები გაუქმება რუსეთის ჩარევის გამო.
როგორც ჩოლაკუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რუმინეთი დემოკრატიული ღირებულებების დამცველად რჩება.
„რუმინეთი რჩება იმ დემოკრატიული ღირებულებების დამცველად, რომლებსაც ევროპა და აშშ იზიარებენ. რუმინეთის ყველა სახელისუფლებო ორგანო ვალდებულებას იღებს, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გააფართოვოს მოქალაქეთა უფლებები და შესაძლებლობები, უზრუნველყოს ხმის მიცემის თავისუფლება“, – განაცხადა ჩოლაკუმ.
ცნობისთვის, 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ. ამის მიზეზად პრეზიდენტობის კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს საარჩევნო კამპანიის გარშემო აგორებული სკანდალი დასახელდა.
ჯორჯესკუს გამარჯვება, რომელმაც მოულოდნელად მიაღწია წარმატებას რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, Tik Tok-ის მეშვეობით უცხოური ჩარევის კამპანიას დაუკავშირეს. ჯორჯესკუ ცდილობდა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საჩივარი უარყო. რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 4 მაისს გაიმართება, მეორე კი – 18 მაისს.
Romania remains a defender of the democratic values that Europe shares with the USA. All RO authorities are committed to organizing free & fair elections by empowering citizens and guaranteeing the freedom to vote.
— Marcel Ciolacu (@CiolacuMarcel) February 14, 2025